პროექტი
თბილისის ნაგავსაყრელის ზემოქმედება ადამიანის
ჯანმრთელობაზე
პროექტის მთავარი იდეა-პრობლემის განსაზღვრა:
თბილისის ნაგავსაყრელი დაახლოებით 35 წლის განმავლობაში არსებობდა გლდანის დასახლების ტერიტორიაზე. ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი გადამუშავების
გარეშე, მილიონნახევრიანი ქალაქის ნარჩენები იცლებოდა დასახლებული პუნქტიდან 300-400 მეტრის მოშორებით. ნაგავს ცეცხლს უკიდებდნენ და კვამლი, რომელიც ათეულობით მავნე ნივთიერებას შეიცავს, პირდაპირ, სივრცეში
იფანტებოდა . ეს კვამლი გლდანის ,,სავიზიტო ბარათი’’ იყო და მავნე ნივთიერებები
სწრაფად და დაუბრკოლებლად ხვდებოდა ადამიანის ორგანიზმში
პროექტის აქტუალობა.: .სოციუმში ადამიანის არსებობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. ეს საკითხი ყველა საზოგადოებაში, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მან შეიძინა დღეს- ტექნიკის. ქიმიის განვითარებისა და ატომის საუკუნეში.
პროექტის მიზნები: 1) ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
2)დავადგინოთ, მოახდინა თუ არა უკონტროლოდ მიტოვებულმა ნივთიერებებმა
პროექტის ამოცანა: 1)ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება
2)მოსახლეობის გაჯანსაღება
პროექტის შედეგები: 1)მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მედიცინაში; 2)შეიძენენ კვლევითი,
დამოუკიდებელი, ჯგუფური მუშაობის, დაგეგმვის, პრაქტიკული საქმიანობის,
წერილობით დოკუმენტებზემუშაობის, კომუნიკაციის, ანალიზის, დასკვნის გამოტანის და სხვ.უნარებს. 3)ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია, პასუხისმგებლობა, ჩამოუყალიბდებათსაკუტარი რწმენა და სხვათა შეფასების
პრობლემის კვლევის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარი., რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით (მოსწავლეზე ორიენტირებული პრობლემური და აქტიური სწავლება).
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
ვადები: 2014 წლის თებერვალი-მაისი
პროექტისათვის საჭირომასალა და რესურსები: ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები, საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული საჭირო ლიტერატურა,, აუდიო და ვიდეო მასალების მოძიება ინტერნეტში, კომპიუტერი
(word, power pointe), მასალების მოძიება ტექნიკურსა და სამედიცინო უნივერსიტეტებში, სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებში.
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1. პროექტის შინაარსის გაცნობა
აქტივობა 2.ორგანიზაციული საკითხები: ა)ფუნქციების გადანაწილება 2)კონკრეტული დავალებების მიცემა
აქტივობა 3)მონაცემების შეგროვება, ანალიზი და დასკვნის გამოტანა. აქტივობა4) რეზიუმე-შეფასება
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად:
I ჯგუფი- იმუშავებსტექნიკურ უნივერსიტეტში. მოიძიებენმასალას ორგანული ქიმიის კათედრაზე, რა ნივთიერებები შეიძლება გამოიყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
II ჯგუფი-იმუშავებს სამედიცინო უნივერსიტეტში; სხვადასხვა კათედრებზე შეაგროვებენ მასალას ადამიანის ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შესახებ.
III ჯგუფი-იმუშავებს კლინიკებში, მოიძიებს სტატისტიკას-გლდანის მოსახლეობა რამდენად ხშირად არისონკოლოგიური, თუ სხვა კლინიკების პაციენტი, ბოლო ათწლეულში გაიზარდა, თუ შემცირდა დაავადებების სიხშირე, რომელმა დაავადებებმა მოიმატა და ა.შ.
საგნობრივ გუფჯებთან კავშირი: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ცოდნას ქიმიაში, ბიოლოგიაში,გეოგრაფიაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რასაც გამოიყენებენ პროექტზე მუშაობისას.
ელფოსტა: madonnakobrava0811@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://madonnakobrava0811.blogspot.com
No comments:
Post a Comment